'კოშტას პირი ჰქონდა ღია, ვერ დაიჯერა' - ენ ნესირის გოლს საფეხბურთო სამყაროს გაოცება მოჰყვა » სპორტის ხაზი

'კოშტას პირი ჰქონდა ღია, ვერ დაიჯერა' - ენ ნესირის გოლს საფეხბურთო სამყაროს გაოცება მოჰყვა

'კოშტას პირი ჰქონდა ღია, ვერ დაიჯერა' - ენ ნესირის გოლს საფეხბურთო სამყაროს გაოცება მოჰყვა
10-12-2022, 22:50
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ ეტაპზე მაროკოს ნაკრებმა კიდევ ერთი სენსაცია დააფიქსირა და ესპანეთის ნაკრების შემდეგ, გათამაშებას პორტუგალიის ეროვნული გუნდიც გამოთიშა.

ერთადერთი გოლის ავტორი კი 'სევილიას' ფორვარდი ენ-ნესირი გახლდათ, რომელიც საჯარიმო ჩაწოდებას პირველი გამოეხმაურა და მატჩის 42-ე წუთზე აფრიკული ნაკრები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ თავური დარტყმის დროს 25 წლის ფეხბურთელმა რუბენ დიაშსა და დიეგო კოშტაზე მაღლა მოახერხა ახტომა, რაც 90 წუთის ამოწურვის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს მთავარი სასაუბრო თემა გახდა.

'კოშტას პირი ჰქონდა ღია, ვერ დაიჯერა' - ენ ნესირის გოლს საფეხბურთო სამყაროს გაოცება მოჰყვა

იუსეფ ენ-ნესირიმ მუნდიალზე 3 გოლი გაიტანა, რაც მაროკოს ნაკრების რეკორდია

"ეს რა ნახტომია ენ-ნესირისგან – თითქოს ბატუტზე გადახტა! პორტუგალიის მეკარე დიოგო კოსტა გამოდის და ფიქრობს, რომ ბურთზე პირველი იქნება, მაგრამ ენ-ნესირი! ის დაფრინავს! მის ფეხქვეშ იმდენი მიწაა, რომ ჰაერში ხტება და დუელში შედის. კოსტას პირი ღია ჰქონდა, მას არ შეეძლო დაეჯერებინა ის, თუ რამდენად მაღლა ახტა ენ-ნესირი თავური დარტყმი დროს." - თქვა talkSPORT-ის ექსპერტმა.

მაროკოს ნაკრები 14 დეკემბერს ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

იხილეთ ენ ნესირის ულამაზესი გოლი პორტუგალიის წინააღმდეგ:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი