ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე თამაშში შეასრულა საგოლე ქმედება - "ტორინოსთან" დუბლის შემდეგ ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "უნიონ ბერლინს" ასისტი გაუკეთა.
დონეცკის "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ანტვერპენის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა, რაშიც ირაკლი აზაროვის წვლილიც დიდი იყო - ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგად გაისარჯა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრები H და E ჯგუფებში გაიმართა და პირველი გამარჯვებები იზეიმეს ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის "შახტარმა" და მადრიდის "ატლეტიკომ", მოწინააღმდეგეებს მატჩები "დაუქამბექეს"