ლეგენდარული ნიდერლანდელი რობინ ვან პერსი როტერდამის "ფეიენოორდს" გაწვრთნის.
"ფეიენოორმა" ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე "მილანი" დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. ნიდერლანდელებს სათავეში დროებითი მწვრთნელი, პასკალ ბოსხარტი, ედგათ.
გავრცელებული ცნობით, კლუბთან ხელშეკრულებას ის 2027 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმებს.
41 წლის სპეციალისტი აქამდე "ჰერენვენს" ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩემპიონატში მეცხრე პოზიციას იკავებს.