დღეს, ჩვენი დროით 23:10-ზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს.
პარიზელთა მეტოქე სტუმრად ქვედალიგელ დიუნკერკს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი პსჟ ფინალში კანესისა და რეიმსის გამარჯვებულს შეხვდება.
აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ქართული კომენტარით ხილვა Silk Universal-ზე იქნება შესაძლებელი.