დღეს, ჩვენი დროით 00:10 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი თასის 1/4-ფინალში სტად ბრიოშინის წინააღმდეგ ითამაშებს.
სტად ბრიოშინი საფრანგეთის მე-4 დივიზიონის კლუბი გახლავთ, თუმცა მათ გზაზე ლიგა 1-ის ორი გუნდი, ლილი და ლე ავრი გამოთიშეს.
საგულისხმოა, რომ საფრანგეთის თასზე სენსაციები ხშირად ფიქსირდება და პსჟ-ს გარანტირებული ნამდვილად არაფერი ექნება. წესით, ენრიკე ყველა ლიდერს არ დაასვენებს და გუნდი მინდორზე საბრძოლო შემართებით გავა.
რაც შეეხება ყურებას, მატჩის ხილვა ქართული ტელევიზიით სილქ უნივერსალზე იქნება შესაძლებელი.