ილია თოფურია და პედი პიმბლეტი ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ UFC Fight Night London-ზე შეხვდნენ და ბევრისთვის მოულოდნელად მათი შეხვედრა დაძაბული არ გამოდგა, მეტიც სახალისოც კი იყო.
ყოველივე ამაზე საკუთარ იუთუბ არხზე პიბმელტმა ისაუბრა.
"სცენაზე ვიდექი, როცა ილიამ დამინახა მომესალმა - ორივემ ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეცინა, ვიფიქრე რომ სასაცილო იქნებოდა თუ მუშტით მივესალმებოდი, მანაც ხელი უცნაურად ჩამომართვა - შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, მაგრამ იმ მომენტში ორივემ ვიხალისეთ", - განაცხადა პიმბლეტმა.