ყოფილმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ არსენალში მუშაობა გამორიცხა.
"არ ველოდები, რომ არსენალში სამუშაოდ დამიძახებენ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს თემა დახურულია ჩემი მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერის გამო. ფეხბურთში წინასწარ არაფერი იცი, მაგრამ მე ასე მგონია.
მომხდარი მათთვის კვლავ მტკივნეულია, ჩემთვის კი არა, განსაკუთრებით სენსიტიური კი არსენალის ფანებისთვისაა", - განაცხადა ვან პერსიმ.
შეგახსენებთ, ვან პერსი 2012 წელს 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდა და წითელ ეშმაკებში 2015 წლამდე ითამაშა.