ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური სტადია ოფიციალურად დასრულდა და გავიგეთ იმ გუნდების შესახებ, რომლებიც ამავე ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
მერვედფინალში ასპარეზობის უფლება პირველი ფაზის შემდეგ რვა გუნდმა მოიპოვა, ხოლო რვა გუნდი მათ პლეი ინის შემდეგ შეუერთდა.
აი, ასე გამოიყურება იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებიც საუკეთესო 16 კლუბში მოხვდნენ:
ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა, ფეინოორდი, ბრიუგე, ბაიერნი, ბენფიკა, დორტმუნდი, პსჟ, რეალი, პსვ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ წილისყრა 21 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება.