მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პსჟ-ლივერპულის დაპირისპირებაზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე შედგება.
"ხვიჩა ლივერპულს გაუტანს, ძლიერი გუნდია და რა?! ზოგადად, ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს - ის ყველა მატჩში გაიტანს!", - განაცხადა ჯანაშიამ.
ცნობისთვის, პირველ შეხვედრას პარიზელები საკუთარ მოედანზე 6 მარტს გამართავენ, საპასუხო შეხვედრა კი ენფილდზე 12 მარტს შედგება.