უსმან დემბელე ჩინებულ ფორმაშია - 27 წლის ფეხბურთელი ბოლო 6 შეხვედრაა მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს და ჯამში 12 გოლიც გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტთან შესრულებული დუბლის შემდეგ დემბელემ ამაში თანაგუნდელები "დაადანაშაულა" და პსჟ-ის ვინგერებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ბარკოლაზე მოკლე კომენტარიც გააკეთა.
"კვარა და ბარკოლა შესანიშნავ პასებს მიკეთებენ", - განაცხადა დემბელემ.