ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ატალანტა ორი მატჩის ჯამში (2:5) ბრიუგესთან დამარცხა და ლიგიდან გამოვარდა.
განმეორებით შეხვედრაში იტალიური გუნდის შემტევმა ადემოლა ლუკმენმა პენალტი ვერ გამოიყენა, რასაც მატჩის შემდგომ ატალანტას მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინიც გამოეხმაურა.
"ადემოლა ლუკმენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პენალტების შემსრულებელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.
მან თამაშიდან გოლი გაიტანა და პენალტის დარტყმაც მოინდომა, როცა მისი შესრულება სხვებს შეეძლოთ - არ მომეწონა, რაც ლუკმენმა გააკეთა", - განაცხადა გასეპირინიმ.