ევროპა ლიგის ფინალში ადემოლა ლუკმენმა "ლევერკუზენს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
ამ კონკრეტულმა ფეხბურთელმა 3 გოლის გატანით რამდენიმე საქმე ერთად გააკეთა. პირველი ეს ევროპა ლიგის ტიტულისმოპოვებაა, მეორე "ლევერკუზენის" 51 მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა, მესამე კი რეკორდის მოხსნა.
დიახ, აქამდე ევროპა ლიგის ფინალში 3 გოლი არც ერთ ფეხბურთელს გაუტანია. ადემოლა პირველია თანაც ეს მისთვის სადებიუტო სეზონი იყო ამ ტურნირზე.