დღეს, 21:45-ზე ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბრესტი პარი სენ-ჟერმენს მიიღებს.
ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია, ბარკოლა და დემბელე სამივე ძირითადში იქნებიან და ენრიკე აქცენტს კვლავაც უხვგოლიან თამაშზე გააკეთებს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ფაზაში ბრესტმა მე-18 ადგილი დაიკავა, ქართველი ფეხბურთელის გუნდი კი მე-15 პოზიციაზე გავიდა.
ცნობისთვის, ლიგა 1-სა და თასზე ბრესტს პარიზული გუნდისთვის 13-ჯერ უმასპინძლია და მეტოქე ერთხელაც არ ჰყავს დამარცხებული!