სასიხარულო ინფორმაცია - რატომ იქნება ბრესტი ხვალ კვარას პსჟ-სთან უშანსოდ » სპორტის ხაზი

სასიხარულო ინფორმაცია - რატომ იქნება ბრესტი ხვალ კვარას პსჟ-სთან უშანსოდ

სასიხარულო ინფორმაცია - რატომ იქნება ბრესტი ხვალ კვარას პსჟ-სთან უშანსოდ
გუშინ, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 21:45-ზე ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/16-ფინალი გაიმართება, სადაც ბრესტი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.

ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეც ცხადია, რომ ამ შეხვედრისა და წყვილის ფავორიტი ლუის ენრიკეს გუნდია, თუმცა არსებობს ერთი კონკრეტული ფაქტი, რაც ბრესტს თითქმის უშანსოდ ტოვებს.

საქმე ისაა, რომ ათეული წლების განმავლობაში ლიგა 1-სა და თასზე ბრესტი პსჟ-ს საშინაო კედლებში ჯამურად 13-ჯერ შეხვდა და ერთის მოგებაც კი ვერ მოახერხა! (11 მარცხი და 2 ფრე).

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო 5 თამაშიდან პარიზელებმა მეტოქეს ხუთივე მოუგეს და ჯამურად 16 გოლი გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასვლით შეხვედრაში პსჟ ბრესტთან საშუალოდ 3 გოლს იტანს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი