თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და კლუბები ცდილობენ, რომ დღის ბოლომდე ტრანსფერები განახორციელონ.
როგორც თურქი ჟურნალისტი, ჰაკან იოლოღლუ წერს, ტრაბზონსპორი გიორგი ჩაკვეტაძის გადაყვანითაა დაინტერესებული და მათ უოტფორდს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.
თავად უოტფორდში ამბობენ, რომ ჩაკვეტაძე გუნდის მთავარი ლიდერია და ზამთარში მის სანაცვლოდ სარფიანი შემოთავაზება უკვე მიიღეს კიდეც, თუმცა ქართველის გაშვებას და გუნდის დასუსტებას არ აპირებენ.