ახალი მმართველობა დაიწყო - ტორპედოში გერმანელი მწვრთნელი დანიშნეს » სპორტის ხაზი

ახალი მმართველობა დაიწყო - ტორპედოში გერმანელი მწვრთნელი დანიშნეს

ახალი მმართველობა დაიწყო - ტორპედოში გერმანელი მწვრთნელი დანიშნეს
გუშინ, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედო სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და ადასტურებს, რომ გუნდი გერმანელმა სპეციალისტებმა ჩაიბარეს.

“ტორპედოს” ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან. დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.

“დარმშტადტს” იგი მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა ის წარმატებით თანამშრომლობდა “აუგსბურგთან”, “ერცგებირგესა” და ბოლოს 2022-2024 წლებში “კაიზერსლაუტერნთან”. ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.

მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც “ტორპედოს” საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.

მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს. გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

- წერს ქართული კლუბი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი