ალესანდრო ნესტამ იტალიური "მონცა" პირველად 2024 წლის ივლისში ჩაიბარა, მაშინ ჩემპიონატში იტალიურმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 17-დან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო.
იტალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან შვიდი კვირის წინ გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი გუნდი სალვატორე ბოკეტის ჩააბარეს.
როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა ლომბარდიელთა იმედები ვერ გაამართლა და ხელმძღვანელობამ პოსტზე კვლავ ნესტა დააბრუნა.
"მონცა" იტალიის სერია A-ში ამჟამად 13 ქულით ბოლო ადგილზეა და დასარჩენ ზონამდე 8 ქულა აშორებს.