ნაპოლიმ მონცას შიდა ჩემპიონატში 2:0 მოუგო. გოლები პოლიტანომ და კვარაცხელიამ გაიტანეს.
მატჩის შემდეგ კომენტარი მონცას მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ალესანდრო ნესტამ გააკეთა.
თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ნაპოლის დიდი სივრცე მივეცით და ბურთი იოლად დავთმეთ. ჩემი გუნდისგან მეტს მოველოდი, მაგრამ ეს ყოველივე ბურთის შენარჩუნებიდან იწყება. ნაპოლის შეუძლია, რომ ნებისმიერ მეტოქეს გაუწიოს კონკურენცია. ფავორიტად ინტერი მიიჩნევა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მეტოქის დავიწყებაც არ შეიძლება. მათ სკუდეტოს ხელახლა დაუფლება შეუძლიათ.
- თქვა ნესტამ.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია, თავად ნაპოლი კი ჩემპიონატს 13 ქულით ლიდერობს.