ლეგენდარულ უკრაინელ ვეტერან მოთამაშესა და ახლა უკვე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს, უკრაინულ სპორტულ გამოცემასთან ვრცელ ინტერვიუში, კითხვა კახა კალაძეზეც დაუსვეს და სთხოვეს რომ ყოფილ თანაგუნდელთან ურთიერთობაზე ესაუბრა.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ აფასებს კიევის "დინამოს" ყოფილი მცველის კახა კალაძის საქმიანობას, შევჩენკო პასუხობს: "კალაძეს არ ვესაუბრები, მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს."
1998-99 წლებში კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო "დინამო კიევში" თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო 2001-2006 წლებში "მილანში" თამაშობდნენ ერთად.
2013 წლის 31 მაისს, ანდრეი შევჩენკო თბილისში, კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩშიც მონაწილეობდა.