სიმონსი დე ბრუინის ნაცვლად - რა მიზანი აქვს მან.სიტის » სპორტის ხაზი

სიმონსი დე ბრუინის ნაცვლად - რა მიზანი აქვს მან.სიტის

სიმონსი დე ბრუინის ნაცვლად - რა მიზანი აქვს მან.სიტის
გუშინ, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში პეპ გვარდიოლა კევინ დე ბრუინს ისე აღარ ენდობა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მიზეზი კი ასაკის მატება და მოხშირებული ტრავმიანობაა.

როგორც El Nacional-მა დაწერა, მან.სიტის დამრიგებელი ბელგიელის ჩანაცვლებას აპირებს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ჩავი სიმონსია.

ლაიფციგმა სიმონსი პსჟ-დან ოფიციალურად გამოისყიდა და აპირებს, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი ზაფხულში სარფიანად გაყიდოს.

გამოცემის მტკიცებით, პეპს სიმონსის ვარიანტი იმიტომ მოსწონს, რომ ის უნივერსალია და შეუძლია როგორც შეტევის აგებაში მონაწილეობა, ისე მისი დაგვირგვინება და გოლების გატანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი