FIFA-ს თანხმობა | რა აფერხებდა აქამდე ჩაკვეტაძის უოტფორდში ტრანსფერს » სპორტის ხაზი

FIFA-ს თანხმობა | რა აფერხებდა აქამდე ჩაკვეტაძის უოტფორდში ტრანსფერს

FIFA-ს თანხმობა | რა აფერხებდა აქამდე ჩაკვეტაძის უოტფორდში ტრანსფერს
26-07-2023, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის იჯარა სლოვან ბრატისლავაში ამოიწურა, ბელგიურმა გენტმა კი ქართველი ფეხბურთელი მორიგ ჯერზე გაანათხოვრა, ამჯერად ინგლისურ უოტფორდში, რის შესახებაც საზოგადოებამ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მიუხედავად ამისა, ამ დროის განმავლობაში ჩემპიონშიპის ბინადარ უოტფორდს ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ არაფერი არ გამოუცხადებია, ამის გამო კი სერიოზული ეჭვები გაჩნდა. სინამდვილეში საქმე ისაა, რომ უოტფორდს FIFA-სგან ახალი ფეხბურთელების დამატება აკრძალული 20 ივლისიდან ჰქონდა, მიზეზი კი ბორდოდან წამოყვანილი სამუელ კალუ და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები გახლდათ.

როგორც The Athletic-მა დაწერა, ინგლისელებმა კალუს ტრანსფერის შესახებ ყველანაირი ფინანსური პრობლემა მოაგვარეს და უკვე ახალი მოთამაშეების დამატების უფლებაც ექნებათ, შესაბამისად, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ინფორმაციის გაოფიციალურებას სულ მალე უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე უოტფორდში 1 წლით გადავიდა და როგორც იწერება, მისი გამოსასყიდი თანხა 2 მილიონი ევრო უნდა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი