"მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ.." - ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ.." - ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ.." - ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
18-02-2025, 17:07
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც.

"იქნება თუ არა ხვიჩა ბრესტის წინააღმდეგ ძირითადში? - ამას წინასწარ ვერ გეტყვით. აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ხვალ გაიგებთ სასტარტოდან თუ სათადარიგოდან ჩაერთვება.

ის ახლახანს გადმოვიდა და ასე მოკლე დროში გუნდთან შეთამაშება მარტივი არ არის. აშკარაა, რომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ვარჯიშზე მისი ქცევებით და მონდომებით კმაყოფილი ვარ, ჩვენ არსად გვეჩქარება
", - განაცხადა ენრიკემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი