ხვალ, ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ რას ითხოვს ფეხბურთელებისგან ამ ტურნირზე.
"ახლანდელი შემადგენლობიდან ევროპის ჩემპიონატზე 20-მა ფეხბურთელმა ითამაშა, არსებობს მცირე გამონაკლისი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იგივე გუნდი გვყავს, რაც გერმანიაში.
ამიტომაც რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი - მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან იგივენაირად ველოდები დახარჯვას და პროფესიონალიზმის გამოვლინებას, როგორც ეს გერმანიაში გააკეთეს", - განაცხადა სანიოლმა.