საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე თქვა, რომ იგი რუსი ფეხბურთელია, რადგან ფეხბურთის თამაში იქ ისწავლა.
"ძალიან მიხარია, რომ ჩვენი, რუსი ფეხბურთელები ისეთ დიდებულ კლუბში თამაშობენ, როგორიც "პარი სენ-ჟერმენია".
ხვიჩა კვარაცხელიაც ხომ რუსია, იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში სწორედ რუსეთში ისწავლა.
ჩემთვის სასიამოვნოა, რომ საფონოვი და კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ასპარეზობენ.
გამიხარდება, თუ საფონოვი და კვარაცხელია ისეთ დონეზე აიყვანენ საკუთარ უნარებს, რომ მათზე სულ სიხარულითა და აღფრთოვანებით ისაუბრონ.
სულ მახარებს, როცა ისინი სასტარტოში არიან და კარგად წარმოაჩენენ თავს"
- ამბობს კავაზაშვილი რუსულ პრესასთან.