დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის განმეორებით შეხვედრას გამართავს, რომლის პირველი ნახევარიც გუნდმა ბრესტს გასვლაზე 3:0 მოუგო.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე ცნობილი ფრანგული საფეხბურთო გამოცემა L'equipe ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს. მათი აზრით, კვარა დღეს სასტარტოში არ იქნება.