ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულს პირველ ტაიმს 1:0-ს უგებს.
ქართველმა ფეხბურთელმა გუნდელებს, კერძოდ კი ბარკოლას და დემბელეს ორი 100%-იანი მომენტი შეუქმნა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა ვერ შეძლო.
აი, როგორ აფასებენ პარიზელი ქომაგები კვარას პირველ ტაიმს:
"დიდი ფუფუნებაა ამ ბიჭის გუნდში ყოლა"
"კვარაცხელია არის მსოფლიო კლასის ფეხბურთელი!"
"პასებს გამაოგნებლად არიგებს, როგორი ხედვა აქვს"
"აუღელვებელი და ფეთქებადია ერთდროულად, ფეხზე წამოუდექით ხვიჩას"
"ხვიჩა კვარაცხელიას მასტერკლასი, როგორ ბავშვებივით დასდევენ ამ დონის მცველები", - წერენ პარიზელი ფანები.