რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ სომხეთში საქართველოსთან მატჩზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში ჩაშვებული არ იყო, არადა თბილისური მატჩის ბილეთები უკვე რეალიზებული გახლდათ.
საქმე ისაა, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას სანქციებს უფრთხოდა. სომეხმა ქომაგმა ბოლო საშინაო შეხვედრისას პიროტექნიკა გამოიყენა და ანალოგიური განმეორების შემთხვევაში ფედერაცია ბევრად დიდ ზარალს მიიღებს. შესაბამისად, სომხები არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში თუ რამდენად დაცული იქნებოდა ჯამირისგან ფედერაცია საქართველოსთან თამაშზე სომეხი ქომაგის ტრიბუნებზე დაშვების შემთხვევაში.
ახლა დაიწერა, რომ მეტოქე გუნდის ბანაკში გამოსავალი მონახეს და ის პიროვნებათა სრულ იდენტიფიკაციას ეხება. სავარაუდოდ, ეს იმიტომ, რომ გულშემატკივარსაც ნაკლები სურვილი ჰქონდეს იმისა, რომ რაიმე აკრძალული გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერევანში 20 მარტს ითამაშებს, ჩვენ კი მეტოქეს 23 რიცხვში ვუმასპინძლებთ.