14 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკკრები ალბანეთს "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდება, მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე, TKT.GE-ს მეშვეობით მოხდება.
"უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო - ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
უეფას ერთა ლიგის ბ1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან." - წერს nakrebi.ge