"სტადიონზე ქართველები უფრო მეტნი იქნებიან" - სომხურ ფეხბურთში დიდი ქაოსია » სპორტის ხაზი

"სტადიონზე ქართველები უფრო მეტნი იქნებიან" - სომხურ ფეხბურთში დიდი ქაოსია

"სტადიონზე ქართველები უფრო მეტნი იქნებიან" - სომხურ ფეხბურთში დიდი ქაოსია
გუშინ, 22:44
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში სომხეთის ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ბრალს დებს ბილეთების რეალიზების ჩახშობაში.

ფეხბურთის ფედერაცია ბილეთების გაყიდვას უსამართლო გზით ახდენს, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სტადიონზე საქართველოს გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება, რის გამოც, სომეხი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში თავისი გულშემატკივრების მხარდაჭერას ვერ იგრძნობენ. თუ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივართა მოძრაობას ბილეთებს არ მიაწვდის, ისინი ამით ყველა წითელ ხაზს გადაკვეთენ.

- წერია განცხადებაში.

მიზეზი თუ რატომ ახშობს ბილეთების რეალიზებას სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია

სომეხმა ქომაგმა ბოლო საშინაო შეხვედრაში პიროტექნიკა გამოიყენა, რის გამოც ამავე ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია ფულადი ჯარიმით და ზოგიერთი ტრიბუნის გადაკეტვით დაისაჯა. თუ აღნიშნული კიდევ განმეორდება, მაშინ სომხები ბევრად მკაცრ სასჯელს მიიღებენ. ამდენად, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ფრთხილობს და ამ მომენტამდე არ იცის თუ რამდენად სწორი იქნება ბილეთების სრული რეალიზება.

შეგახსენებთ, რომ მატჩამდე 9 დღეა დარჩენილი!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი