აშკარაა, რომ რუდ ვან ნისტელროი საქმეს თავს კარგად ართმევს. ნიდერლანდელი იუნაიტედს სათავეში იქამდე უდგას, სანამ რუბენ ამორიმი არ ჩამოვა, ეს დროებითი ხელმძღვანელობა კი ნისტელროის შესანიშნავი გამოსდის.
მისი თაოსნობით მანჩესტერმა მორიგი შეხვედრა მოიგო, ამჯერად პრემიერ ლიგაში. ნისტელროის გაწვრთნილმა გუნდმა ლესტერს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ნელ-ნელა ძველ ფორმას და მრისხანებას იბრუნებს ბრუნო ფერნანდეში, რომელმაც მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო (დუბლი და ასისტი).
მანჩესტერი ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის მე-13 ადგილს 15 ქულით იკავებს.