მანჩესტერ იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგი რუდ ვან ნისტელროიმ ჩაანაცვლა. როგორც ამბობენ, ნისტელროი პოსტს იქამდე დაიკავებს, სანამ გუნდში რუბენ ამორიმი არ მოვა.
ნისტელროის გაწვრთნილმა მანჩესტერმა თასზე ლესტერი 5:2 დაამარცხა, სადაც ორი გოლი საყრდენმა კაზემირომ გაიტანა. ბრაზილიელს აქამდე ჩამოწერილ ფეხბურთელს ეძახდნენ, ნისტელროიმ კი მასზე განსხვავებულად ისაუბრა.