მანჩესტერ იუნაიტედიდან ერიკ ტენ ჰაგის გაშვების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი რუდ ვან ნისტელროიმ დროებით, უფრო კონკრეტულად კი ერთი თამაშით ჩაიბარა და გულშემატკივრებს თავი მშვენიერი გამარჯვებით დაამახსოვრა.
ლესტერთან თასზე მოგების შემდეგ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმი დაინიშნა, რომელსაც სადებიუტო შეხვედრა პრემიერ ლიგაში ექნება. თავის მხრივ, საკუთარ გამოცდილებაზე გააკეთა კომენტარი ნისტელროიმ, რომელიც განვლილი ამპლუით დიდად ნასიამოვნები დარჩა.