ალბა თავის გადაწყვეტილებას ნანობს - შესაძლოა ესპანელმა მსოფლიო გამოტოვოს » სპორტის ხაზი

ალბა თავის გადაწყვეტილებას ნანობს - შესაძლოა ესპანელმა მსოფლიო გამოტოვოს

ალბა თავის გადაწყვეტილებას ნანობს - შესაძლოა ესპანელმა მსოფლიო გამოტოვოს
16-09-2022, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაში. ერთ-ერთი ასეთი ხორდი ალბაა, რომელიც შესაძლოა ტურნირის მიღმა დარჩეს.

როგორც ცნობილი გამოცემა, Marca ციტირებს, მარცხენა-მცველი ნანობს თავის გადაწყვეტილებას, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ინტერში იჯარით არ გადავიდა. იყო შანსი იმისა, რომ ესპანელი იტალიაში გადაბარგებულიყო, თუმცა ამაზე უარი თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა.

მარკოს ალონსოს დამატების და ალექს ბალდეს დამაჯერებელი თამაშების შემდეგ, 33 წლის ფეხბურთელი ესპანურ გრანდში მესამე ალტერნატივად მოიაზრება, რაც მის სათამაშო დროს საგრძნობლად ამცირებს.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკესთვის კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სათამაშო პრაქტიკაა. სწორედ ამის არარსებობის გამო შესაძლოა 59 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი