"გეთანხმებით, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს", - სანიოლი რუსეთში მოთამაშზე გაგნიძეზე » სპორტის ხაზი

"გეთანხმებით, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს", - სანიოლი რუსეთში მოთამაშზე გაგნიძეზე

"გეთანხმებით, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს", - სანიოლი რუსეთში მოთამაშზე გაგნიძეზე
16-09-2022, 00:48
Aa Aa
გაზიარება:

ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ფრანგი სპეციალისტი არაერთ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის რუსეთში მოთამაშე ლუკა გაგნიძეზეც ისაუბრა, რომელიც ამ დრომდე მოსკოვის ლოკომოტივის საკუთრებაა:

"ლუკა გაგნიძე ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება. პოლონეთში ყოფნისას მას არ ჰქონდა სათამაშო დრო. ფაქტი, რომ ის ახლა რუსეთშია, მისთვის საუკეთესო სიტუაცია არ არის, მაგრამ ვცდილობ მოვუსმინო ხალხის აზრს საქართველოში და ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს. თუმცა ეს არ არის ადვილი. უნდა მოძებნო კარგი გუნდი კარგ ქვეყანაში, სადაც უკეთეს მოთამაშედ ჩამოყალიბდება, რასაც დროს სჭირდება. ეს არ ჰგავს ერთი ბინიდან, მეორეში გადასვლას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია მალე შეიცვლება და ფეხბურთის ფედერაცია მას ამაში დაეხმარება. ლუკა ძალიან კარგი, ახალგაზრდა მოთამაშეა, თუ ასე გააგრძელა მომავალში შემოგვიერთდება და გვაჩვენებს რა შეუძლია.
"

ცნობისთვის, ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში შედგება. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი