დღეს, 8 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობაში ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ გამყრელიძე ჩაერთვება, რომელიც -86კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ვლადიმერ გამყრელიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გახლავთ, მისი პირველი მეტოქე კი მე-4 ნომრად განთესილი ჯაბრაილ შაპიევი იქნება, რომელსაც გამყრელიძე ტურნირის მერვედფინალში შეხვდება.
თუ ქართველი მოჭიდავე გამარჯვებას შეძლებს, მას 1/4-ფინალში მაგომედ რამაზანოვისა და ალექს მურის წყვილში მოგებულის დამარცხება მოუწევს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წინასწარი შეხვედრები 13:15 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ვლადიმერ გამყრელიძეს თავის კარიერაში მედლები უკვე აღებული აქვს. ის -79კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ვერცხლის პრიზიორია. გარდა ამისა, 23 წლის ვლადიმერს ბრინჯაო ამავე წონაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე აქვს აღებული.