დღეს, 7 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. აღნიშნული 3 სპორტსმენიდან ორი მოჭიდავე გახლავთ, ერთი კი ძალოსანი.
ჭიდაობაში მონაწილეობას რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე მიიღებენ. პირველი მათგანი -67კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. საგულისხმოა, რომ 28 წლის ზოიძე ტურნირის ერთ-ერთი ჩუმი ფავორიტია. ქართველის მეტოქე ყირგიზი მოჭიდავე ამანტურ ისმაილოვია, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი.
რაც შეეხება ლაშა გობაძეს, ის -87კგ წონით კატეგორიაში გამოვა, მისი მეტოქე კი ალჟირელი ბაშირ სიდ აზარა იქნება, რომელიც მე-6 ნომრადაა განთესილი. 30 წლის ლაშა გობაძისთვის ეს მეორე ოლიმპიადა გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ ქართველებს სცენაზე 13:30-დან უნდა ველოდოთ.
ძალოსანი შოთა მიშველაძე 61კგ წონით კატეგორიაში წარსდგება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შოთამ ბრინჯაო მოიპოვა, 2021-ში კი ვერცხლი. სამწუხაროდ, მისგან შედეგს ვერ ველით, რადგან მხრის ტრავმის გამო, შოთა პარიზში მხოლოდ სიმბოლურად გამოვა. ვაჟთა 61 კგ. წონითი კატეგორია პარიზში 17:00-დან დაიწყება.