მედლის დიდი შანსია - 29 ივლისს საქართველოს ოლიმპიადაზე 3 მონაწილე ეყოლება » სპორტის ხაზი

მედლის დიდი შანსია - 29 ივლისს საქართველოს ოლიმპიადაზე 3 მონაწილე ეყოლება

მედლის დიდი შანსია - 29 ივლისს საქართველოს ოლიმპიადაზე 3 მონაწილე ეყოლება
28-07-2024, 22:07
Aa Aa
გაზიარება:

29 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე მაყურებელი სამ ქართველ სპორტსმენს იხილავს. აქედან ორი ძიუდოისტი გახლავთ, ერთი კი მოკრივე.

ხვალინდელ დღეს დიდ სცენაზე ძიუდოდან ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარსდგებიან, კრივში კი ლაშა გურულის იმედი გვექნება.

ეთერ ლიპარტელიანი -57კგ კატეგორიაში იასპარეზებს. ეთერი შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბრიტანელი ლელე ნაირნი იქნება. ლიპარტელიანის საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალია, წინა ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოსთვის ბრძოლა იაპონელ მეტოქესთან წააგო.

ლაშა შავდათუაშვილი -73კგ კატეგორიაში გამოვა. ლაშას მეტოქე მასპინძელი ფრანგი, ჟოან-ბენჟამინ გაბა იქნება. სათქმელია, რომ ლაშას არც თუ ისე კარგი ბადე შეხვდა, რადგან 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველს საკმაოდ ძლიერი მეტოქის, იაპონელი ჰაშიმოტო სოიჩის დამარცხება მოუწევს.

ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.

ლაშა გურული კრივის -63კგ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. 27 წლის ქართველი მოკრივე შეჯიბრში 1/8-ფინალიდან ჩაერთვება და წესით, ლაშას მედლის აღების დიდი ამბიციები ექნება. ლაშას პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი გახლავთ. აღნიშნული ბრძოლა 22:45-დან დაიწყება. ცნობისთვის, გურული ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი გახლავთ, მსოფლიოზე კი ბრინჯაო ორჯერ მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი