გრძელდება პარიზის ოლიმპიადა და ცხადია არ სრულდება ქართველი სპორტსმენების გამოსვლაც.
ასპარეზობაში 6 აგვისტოს ჩაერთვება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97), რომლის დაპირისპირებასაც 13:00 საათიდან უნდა ველოდოთ.
მერვედფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოჭიდავე 20 წლის, მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს ხვდება. მოჭიდავე ბელარუსის მოქალაქეა, თუმცა ამ ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე გამოსვლა აკრძალულია.
30 წლის კობლიაშვილი, რიოს თამაშების მონაწილეა, ხოლო 2017 წელს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.