პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 დღე დასრულდა. მედლების რაოდენობით კი ჩინეთმა აშშ-ს გადაასწრო.
5 აგვისტოს აშშ-ს დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა, მაგრამ უმაღლესი სინჯის მხოლოდ ერთი იყო, ხოლო ჩინელებმა ორი ოქროს მედალი აიღეს და ოქროების რაოდენობით ლიდერის პოზიცია დაიბრუნეს. ჩინეთს 21 ოქრო აქვს, ამერიკას - 20. მედლების რაოდენობით აშშ ყველას უსწრებს (78), თუმცა ხარისხობრივად, როგორც ვხედავთ, ჩამორჩება.
უცვლელია საქართველოს პოზიციაც, რომელიც ისევ 27-ე ადგილზეა, 5 აგვისტოს ქართველ სპორტსმენებს შეხვედრა არ ჩაუტარებიათ.