პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძის და ზელიმ კოცოევის ფინალურ დაპირისპირებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.
"ქართველი ბოლო ტაბლოს უყურებდა და დროის გაყვანა დაიწყო, რის გამოც გაფრთხილებები მიიღო და საბოლოოდ ფინალური გონგიც გაისმა.
მესამე შიდო გარდაუვალი იყო და მისი წყალობით, კოცოევმა დამსახურებული ჩემპიონობა მოიპოვა - ეს აზერბაიჯანისთვის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი იყო", - წერს IFJ-ი.