საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი, დევიდ უები შეუერთდა. სანაკრებო პერიოდში 43 წლის სპეციალისტი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. (Performance Coach). ამ მიმართულების სპეციალისტის საქმიანობა თანამედროვე ფეხბურთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი საქართველოს ნაკრებში სექტემბრის მატჩებიდან იმუშავებს.
ცოტა ხნის წინ, Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ქუთაისის ტორპედოს ნახევარმცველი გოირგი არაბიძე იყო, რომელმაც ბოლო პერიოდში მისი სათამაშო ფორმა საგრძნობლად გააუმჯობესა და ხალხს იმის იმედი გაუჩინა, რომ საქართველოს ნაკრების მაისურით კვლავ იხილავდნენ.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას აიაქსში გააგრძელებს - ტრანსფერიდან მალევე, კლუბის პრესსამსახურთან მიცემულ ინტერვიუში გიორგიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საფეხბურთო კუმირზეც.
პაოკის 21 წლის, 2002 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს...