გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს - სამწვრთნელო შტაბს გარისკვა არ სურს » სპორტის ხაზი

გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს - სამწვრთნელო შტაბს გარისკვა არ სურს

გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს - სამწვრთნელო შტაბს გარისკვა არ სურს
1-12-2023, 22:13
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძეს მიკრო ტრავმა აწუხებს, ამის გამო ქართველი ნახევარმცველი გასულ ტურში გუნდს ვერ დაეხმარა და როგორც მწვრთნელმა განაცხადა, ჩაკვეტაძე "ჰალთან" შეხვედრაშიც იუქმებს.

გიორგის საზარდულის არეში დაჭიმულობა აწუხებს და ექიმების ინფორმაციით საგანგაშო არაფერია.

"წინა შეხვედრაში არცერთი ფეხბურთელი არ დამტვრეულა. ამჟამად რეაბილიტაციას ორი მოთამაშე გადის, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძე. არ გვსურს გარისკვა, ამიტომცა, სავარაუდოდ ის მომავალი კვირიდან დაგვიბრუნდება", - ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის "ვოტფორდი" 2 დეკემბერს "ჰალ სიტის" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი