"ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი" - ილია თოფურიას განცხადება » სპორტის ხაზი

"ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი" - ილია თოფურიას განცხადება

"ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი" - ილია თოფურიას განცხადება
2-12-2023, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან სატიტულო ბრძოლისთვის ემზადება, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.


"ოფიციალურად იწყება მოსამზადებელი პერიოდი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. სულ მალე ეს ოცნება ახდება! უკან რომ ვიხედები და ვიხსენებ, რაც გამოვიარე აქამდე მოსასვლელად, მადლიერებით ვივსები. მადლობა უფალს იმ ძალისთვის, რომელიც არასოდეს მტოვებდა და მუდამ მეხმარებოდა წინააღმდეგობების დაძლევაში. ახლა იწყება მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უპირობო მხარდაჭერისთვის! ყველანი მიყვარხართ! 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები!".
- წერს თოფურია სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი