"ილია თოფურიას გამოცდისთვის სატიტულო ბრძოლა სჭირდება" - Bleacher Report » სპორტის ხაზი

"ილია თოფურიას გამოცდისთვის სატიტულო ბრძოლა სჭირდება" - Bleacher Report

"ილია თოფურიას გამოცდისთვის სატიტულო ბრძოლა სჭირდება" - Bleacher Report
27-06-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ UFC-ში ამერიკელი ჯოშ ემეტი 5 რაუნდში დიდი უპირატესობით დაამარცხა და სატიტული ორთაბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

სწორედ ამის შესახებ გამოაქვეყნა სტატია Bleacher Report-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ თოფურიას ძალების საუკეთესო გამომცდელი სატიტულო ბრძოლა უნდა იყოს:

"ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა და საკუთარ ანგარიშზე უკვე 14 მოგება მოაგროვა. ქართველი მებრძოლი მუდმივად ღირსეული მეტოქეების წინააღმდეგ იმარჯვებდა, თუმცა აქამდე ემეტის მსგავსი არავინ ყოფილა. მიუხედავად ჯოშის სახელისა და სტატუსისა, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდა."

"ეჭვგარეშეა, რომ ილია თოფურია ამ მომენტისთვის ქვემსუბუქი კატეგორიის ნომერ პირველი წარმომადგენელია, თუმცა არის თუ არა ის მზად სატიტულო ბრძოლისთვის, ამას პასუხს მხოლოდ ერთი ბრძოლა გასცემს, - ტიტულისთვის."
- დაწერა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი