ვაკო ყაზაიშვილი კორეას ტოვებს - სად გადავა ქართველი ლეგიონერი » სპორტის ხაზი

ვაკო ყაზაიშვილი კორეას ტოვებს - სად გადავა ქართველი ლეგიონერი

ვაკო ყაზაიშვილი კორეას ტოვებს - სად გადავა ქართველი ლეგიონერი
4-12-2023, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ დაჯილდოება გაიმართა სადაც ვაკო ყაზაიშვილიც იყო წარმოდგენილი და როგორც გაირკვა ქართველი კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება და აღარ გაახანგრძლივებს.

ყაზაიშვილს კონტრაქტი 31 დეკემბრამდე აქვს და ამის შემდეგ სავარაუდოდ ფეხბურთელი ჩინეთში გადავა.

ვაკომ კორეაში სამი სეზონი გაატარა და 131 შეხვედრაში 35 გოლი და 10 საგოლე პასი დააგროვა.

სად გააგრძელებს კარიერას ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა თუ ჩინურ მედიას დავუჯერებთ, ვაკო ახალი წლიდან "შანდოგ ტაიშანში" გადავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.