"ბოდიშით, თუ შეცდომაში შეგიყვანეთ" - საბურთალომ სკანდალურ ვიდეოზე განცხადება გააკეთა » სპორტის ხაზი

"ბოდიშით, თუ შეცდომაში შეგიყვანეთ" - საბურთალომ სკანდალურ ვიდეოზე განცხადება გააკეთა

"ბოდიშით, თუ შეცდომაში შეგიყვანეთ" - საბურთალომ სკანდალურ ვიდეოზე განცხადება გააკეთა
4-12-2023, 18:27
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა "სკ. საბურთალოს" ვიდეო რგოლი, რომელშიც ცნობილი სახეები უცნაურ მიმართვას ავრცელებენ.

ვიდეოს შინაარსი ამგვარი იყო - "ბათუმი ბათუმელებს მაგრამ თასი თბილისში რჩება". მოგეხსენებათ, სულ მალე საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს საბურთალო და ბათუმი დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხმა ეს მესიჯი უხეშად აღიქვა და საბურთალოს ბოდიშის მოხდა მოუწია.

ვციტირებთ ოფიციალურ განცხადებას: "ბოდიშს გიხდით თუ ეს ვიდეო არასწორად იქნა გადმოცემული, საბურთალოს და დინამო ბათუმსაც და მათ გულშემატკივრებსაც დიდ პატივს ვცემთ და გვსურს, რომ თბილისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ვიხილოთ. - წერია საბურთალოს განცხადებაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი