თანხებისა და პრიზების ამბავი - როგორ გადანაწილდება ფინანსები ევროპის ჩემპიონატზე? » სპორტის ხაზი

თანხებისა და პრიზების ამბავი - როგორ გადანაწილდება ფინანსები ევროპის ჩემპიონატზე?

თანხებისა და პრიზების ამბავი - როგორ გადანაწილდება ფინანსები ევროპის ჩემპიონატზე?
2-12-2023, 22:03
Aa Aa
გაზიარება:

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს ჰამბურგში დაამტკიცა საპრიზო სისტემა გუნდებისთვის, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამოვლენ.

შედეგად, გაირკვა, რომ მაქსიმალური თანხა, რომლის გამომუშავებას ევრო 2024-ის ჩემპიონი შეძლებს, 28.25 მილიონი ევრო იქნება. საპრიზო სისტემა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შემდეგნაირად განაწილდა:


ევრო 2024-ზე მონაწილეობის საფასური თითოეული ნაკრებისთვის - 9.25 მილიონი ევროს

თითოეულ მატჩზე ბონუსი - თამაშის მოგებაზე 1 მილიონი ევრო და ფრეზე 500 000 ევროს

მერვედფინალში გასვლისთვის თითოეული ნაკრები მიიღებს - 1.5 მილიონი ევროს

მეოთხედფინალში გასვლისთვის თითოეული ნაკრები მიიღებს - 2.5 მილიონი ევროს

ნახევარფინალში გასვლისთვის თითოეული ნაკრები მიიღებს - 4 მილიონი ევროს

ფინალში დამარცხებული მიიღებს - 5 მილიონი ევროს

ფინალში გამარჯვებული მიიღებს - 8 მილიონი ევროს


გადაწყდა, რომ ხსენებული ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2024 წლის 8 თებერვალს, პარიზში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ამჯერად B დივიზიონში იასპარეზებს

ამგვარად, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში ლუქსემბურგის, შემდეგ კი საბერძნეთის ან ყაზახეთის დაამარცხებს თუ შეძლებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, მხოლოდ მონაწილეობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან 9.25 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხა კი, ტურნირზე ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. ფინალური ეტაპის 21 მონაწილე უკვე ცნობილია, ხოლო დანარჩენი სამი ნაკრების ვინაობა მარტში, პლეი ოფის მეშვეობით გაირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.