"მე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვდივარ" - გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვდივარ" - გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლაზე საუბრობს

"მე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვდივარ" - გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლაზე საუბრობს
2-12-2023, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

გიგა ჭიკაძემ MMA Junkie-სთან ისაუბრა მომავალ ბრძოლაზე, რომელსაც თბილისის დროით 17 დეკემბერს, ჯოშ ემეტის წინააღმდეგ, ლას ვეგასში გამართავს.

"ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ემეტი საიდან მოდის, რადგან ვიცი რომ ის TOP 10-ის მებრძოლია. ის მაღალი დონის ათლეტია. ოქტაგონზე ჩემი მოწინააღმდეგის საუკეთესო ვარიანტს ველი. ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მე მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვდივარ."

"მე აქ მხოლოდ ფულისთვის არ ვიბრძვი. ვიბრძვი ჩემი ოცნებისთვის - გავხდე ქართველი ჩემპიონი, რადგან ჩემმა ხალხმა ამით იამაყოს. ეს ჩემი ოცნებაა. ამიტომაც ვარ UFC-ში - საუკეთესო ორგანიზაციაში. მინდა საუკეთესო მებრძოლი ვიყო." - განაცხადა გიგამ

საუბრისას ჭიკაძემ მომავალი ბრძოლის გეგმაზეც ისაუბრა:

"ბრძოლებში ყოველთვის ნოკაუტს ვეძებ. მსიამოვნებს ამის კეთება და სწორედ ამით ვარ ცნობილი. მე ნოკაუტ არტისტი ვარ და ყოველ ჯერზე, როცა რვაკუთხედში შევდივარ, ნოკაუტით მოგებას ვცდილობ. მაგრამ ამავე დროს, ამ ბრძოლაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.

ის ძალიან გამოცდილია, საჩემპიონო ბრძოლაც აქვს ჩატარებული. ყველამ ვინც მას აჯობა, ტიტულისთვის იბრძოლა ან მალე იბრძოლებს. ეს დაპირისპირება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ უნდა გავიმარჯვო."
- აცხადებს ქართველი "ნინძა"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი