"დებულების თანახმად სტუმრებს ადგილების 5% ეკუთვნით" - "გარეჯი 1960-ის" განცხადება » სპორტის ხაზი

"დებულების თანახმად სტუმრებს ადგილების 5% ეკუთვნით" - "გარეჯი 1960-ის" განცხადება

"დებულების თანახმად სტუმრებს ადგილების 5% ეკუთვნით" - "გარეჯი 1960-ის" განცხადება
1-12-2023, 23:09
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 2 დეკემბერს, გაიმართება ეროვნული ლიგის ძალზედ დაძაბული ბოლო ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები ფოთის "კოლხეთი", რომელიც 76 ქულით პირველ ადგილს იკავებს და საგარეჯოს "გარეჯი 1960", რომელიც ლიდერს 1 ერთეულით ჩამორჩება და 75 ქულა აქვს.

ამ შეხვედრაში გაირკვევა, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს პირდაპირ ასპარეზობის უფლებას ეროვნულ ლიგაში და რომელ გუნდს დასჭირდება საპლეი-ოფო ეტაპის გადალახვა უმაღლეს ლიგაში ასასვლელად.

მატჩისწინ შეხვედრის მასპინძელი "გარეჯი 1960" განცხადებას ავრცელებს:

"ყურადღება
მოგესალმებით, ჩვენს სტადიონზე ადგილების შეზღუდულობისა და მატჩზე დამსწრე მსურველთა დიდი რაოდენობის გამო გულშემატკივრებს სტადიონზე
შემოსასვლელად დაგჭირდებათ მოსაწვევი,

რომელიც გაიცემა უფასოდ, მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის‼️
‼️დებულების თანახმად სტუმართა გუნდს ეკუთვნის მოსაწვევების 5% რაც წარმოადგენს 25 მოსაწვევს, თუმცა სტუმართა გუნდის პატივისცემით ფოთის კოლხეთისთვის გაიცემა 40 მოსაწვევი‼️

გაითვალისწინეთ, რომ მოსაწვევის გარეშე სტადიონზე შემოსვლას ვერ შეძლებთ
სასურველია სტადიონზე მობრძანდეთ მაქსიმალურად ადრე, უგულშემატკივრეთ გარეჯს!"
- წერს ს,კ. "გარეჯი 1960-ის" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი