"კვარაცხელიასთვის შანსი ფაქტობრივად არ მიგვიცია" - ჩალჰანოღლუ "ნაპოლისთან" მატჩს აფასებს » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიასთვის შანსი ფაქტობრივად არ მიგვიცია" - ჩალჰანოღლუ "ნაპოლისთან" მატჩს აფასებს

"კვარაცხელიასთვის შანსი ფაქტობრივად არ მიგვიცია" - ჩალჰანოღლუ "ნაპოლისთან" მატჩს აფასებს
4-12-2023, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლიმ" მარადონაზე "ინტერს" უმასპინძლა 0:3 განადგურდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა მოთამაშემ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ განვლილი მატჩი შეაფასა:

" "ნაპოლი" ძლიერი გუნდია და მაღალი დონეზე თამაშობს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც მათ წინააღმდეგ, ისე სხვა გუნდებისთვისაც სიგნალის გაგზავნა. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და ეს კონკრეტულმა დეტალებმა გამოიწვია. ძალიან მკაფიოდ ვიყავით ორიენტირებულნი დასახული ამოცანის კარგად შესრულებაზე. მაღალი პრესინგი ვითამაშეთ და "ნაპოლის" თამაშის შესაძლებლობა თითქმის არ მივეცით. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
"ნაპოლი" ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი გუნდია. მათ ჰყავთ კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო, მაგრამ ერთი-ერთზე დუელების შანსი ფაქტობრივად არ მიგვიცია. ვისწავლეთ, თუ როგორ არ უნდა გავირთულოთ ამ მიმართულებით ცხოვრება."
- აცხადებს თურქი შემტევი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი